კალათბურთი

0:46 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის ფარგლებში პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა.

ილიას ზუროსის გუნდი ეგვიპტეს შეხვდა. ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. აფრიკელებმა 81:76 მოიგეს. პირველი ტაიმი ფრედ, 43:43 დასრულდა, თუმცა, მეორე ნახევარში ეგვიპტე უკეთ გაისარჯა.

არ უთამაშია ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძე იყო 17 ქულით, სანდრო მამუკელაშვილმა 12 ქულა, ხოლო გიორგი შერმადინმა 8 ქულა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ თამაშს 1 აგვისტოს, ლიეტუვის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.117766