ორკვირიანი უქმობის შემდეგ გიორგი კვერნაძე მოედანზე დაბრუნდა. „ფროზინონეს“ ქართველმა ფეხბურთელმა „სალერნიტანასთან“ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა. 78-ე წუთზე მან კარგი პასი გაუკეთა თანაგუნდელს, რომელმაც უკვე საგოლე გადაცემით მოამარაგა ფრანჩესკო ჯელი, რომელმაც ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
მოგეხსენებათ, კვერნაძემ „ფროზინონეში“ პირველივე მატჩში გოლი გაიტანა, მაგრამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მომდევნო ორი სპარინგი გამოტოვა და მოედანზე მხოლოდ ახლა გავიდა.
„ფროზინონე“ მომდევნო ამხანაგურ თამაშს 5 აგვისტოს „კოზენცასთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.