პსჟ-ის ბრაზილიელი მცველი, მარკინიოსი, ამ ზაფხულს ნაკლებად სავარაუდოა კლუბიდან წავიდეს. მიუხედავად საუდური „ალ-ნასრის“ დიდი ინტერესისა, სადაც პორტუგალიელი დიდვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, პარიზული კლუბი 29 წლის მცველთან განშორებას არ აპირებს - წერს Footmercato.
წყაროს ცნობით, პსჟ ბრაზილიელის თაობაზე ყველა შესაძლო შეთავაზებას უარყოფს. მარკინიოსს პარიზში ძალიან აფასებენ, როგორც კაპიტანს და გუნდის ლიდერს. 29 წლის მცველს ასევე არ სურს გუნდების შეცვლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას და მომავალ სეზონში ფრანგულ კლუბში დარჩენას აპირებს.
მარკინიოსი პსჟ-ში ათი წელია (2013 წლიდან) თამაშობს. 2022/2023 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.