„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა რუბენ ნევეშმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელების მიზეზი ფულია. როგორც პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა, მისთვის მთავარი ოჯახია და სურს, მათი ცხოვრება ყველაფრით უზრუნველყოს.
„ალ-ჰილალის“ შეთავაზებას ფულის გამო დავთანხმდი, რათა ჩემი ოჯახისთვის ისეთი ცხოვრების შესაძლებლობა მიმეცა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საუდის არაბეთში გადავედი და ამ შეთავაზებაზე დათანხმებაში ეჭვი არ შემპარვია. სამი შვილი და მეუღლე მყავს, მათზე ზრუნვა ჩემი ყველაზე დიდი ტიტულია“, - თქვა 26 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ნევეში „ალ-ჰილალმა“ „ვულვზიდან“ 52 მილიონ ევროდ დაიმატა, სეზონში კი პორტუგალიელი ფეხბურთელი 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.