ფეხბურთი

17:49 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ედინსონ კავანიმ "ვალენსია" დატოვა

ედინსონ კავანიმ „ვალენსია“ დატოვა. მხარეებმა 2024 წლის ზაფხულამდე ძალაში მყოფი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ინფორმაცია ესპანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. შესაბამისად, 36 წლის ურუგვაელი ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდა. ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ კავანი „ბოკა ხუნიორსში“ გადავა, სადაც თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო.

„ვალენსიაში“ „მატადორმა“ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და 28 თამაშში მეტოქეთა კარი 7-ჯერ დალაშქრა.

ედინსონ კავანის კარიერის განმავლობაში „ვალენსიას“ გარდა, „დანუბიოში“ (30 მატჩი, 12 გოლი), „პალერმოში“ (117 მატჩი, 37 გოლი), „ნაპოლიში“ (138 მატჩი, 104 გოლი), „პარი სენ-ჟერმენში“ (301 მატჩი, 200 გოლი) და „მანჩესტერ იუნაიტედში“ (59 მატჩი, 19 გოლი) უთამაშია, ხოლო ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 136 შეხვედრაში 58 გოლი აქვს გატანილი.

0.127172