ფეხბურთი

17:16 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუემ" II ბუნდესლიგა მოგებით დაიწყო, ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

გერმანიის II ბუნდესლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ კი პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა.

კრისტიან აიხნერის გუნდმა სტუმრად „ოსნაბრუკი“ 3:2 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი, რომელიც გუნდის დატოვებასთან ახლო იყო, მაგრამ სამხრეთკორეაში მისი ტრანსფერი ჩაიშალა, ძირითად შემადგენლობაში იყო.

ბუდუმ 69-ე წუთამდე ითამაშა და მოედანი მაშინ დატოვა, როცა მისი გუნდი იგებდა (2:1). ორ წუთში KSC-მ გაუშვა, მაგრამ 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა და სეზონი 3 ქულით დაიწყო. ბუდუს ურიგოდ არ უთამაშა, გუნდს ნაყოფიერად ეხმარებოდა და საგოლე მომენტიც ჰქონდა პირველი ტაიმის ბოლოს, როცა მეტოქეს პრესინგზე ბურთი წაართვა და კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა.

ამრიგად, „კარლსრუემ“ სეზონი კარგ ნოტაზე დაიწყო, მეორე ტურში კი 6 აგვისტოს, „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.

0.115299