ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ და არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) იასპარეზეს.
ატაცში კახი ასანიძემ 144 / 148 / 151 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ასანიძემ აკვრაში თავი 174 / 178 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 329 კილოგრამით.
არჩილ მალაყმაძემ კი თავი 142 / 146 / 150 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იგივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში დაძლეული 168 კილოგრამითაც, ასევე ბრიჯნაოს მედლის მომტანი გახდა ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამიც.