პორტუგალიაში მიმდინარე 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პლეიოფები დაიწყო! დღევანდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებას მონტენეგროსა და ლატვიას შორის, ქართველი, კირილე თვაური განსჯის! ნახევარფინალურ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემპიონატისა და მონაწილე გუნდებისთვის რადგან A დივიზიონში გადამსვლელი ერთ-ერთი გუნდის გამოვლენას ემსახურება.
წლევანდელი ზაფხული საკალათბურთო თვალსაზრისით დატვირთული იყო FIBA-ს ლიცენზიის მქონე ჩვენი მსაჯებისთვისაც, რომელებმა სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატზებზე იმსაჯეს!
შეგახსენებთ რომ მიხეილ ვართანოვმა მე-5 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა 20 წლამდელთა B დივიზიონში, ხოლო მაკა შალამბერიძემ გოგონათა 16 წლამდელთა C დივიზიონი განსაჯა!
GBF.GE