უკვე ერთი კვირაა რაც ეროვნული ნაკრები ტრევიზოში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის. ვარჯიშები მიმდინარეობასა და გუნდის მზაობაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე დასახულ მიზნებზე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენს, მანუჩარ მარკოიშვილს ვესაუბრეთ.
მარკოიშვილის განცხადებით გუნდი ფორმაში ნელ-ნელა შედის და შეიძლება ითქვას რომ შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი თქმით ეგვიპტესთან თამაში რომელიც დახურული იქნება, ჩვენთვის დიდი მნიშვენლობის მატარებელია, რადგან მასში მრავალი დეტალის და იმ პრობლემების დანახვას მოვახერხებთ რომელზე მუშაობაც საჭიროა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატსა და გუნდის მიზნებს, მანუჩარის თქმით მთავარი ფოკუსი ამ ეტაპზე პირველ თამაშზეა, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის უმნიშვენლოვანესია, შემდეგი ნაბიჯები და ტაქტიკური სვლები სწორედ აღნიშნულ შედეგზე იქნება დამოკიდებული.
ვრცლად მარკოიშვილის კომენტარი შეგიძლიათ ინტერვიუში იხილოთ: