„მილანი“ ახლოსაა „ვალენსიას“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველის, იუნუს მუსას ტრანსფერთან.
იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას და ესპანური კლუბი 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს.
მუსა „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია, ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა, თუმცა, 2020 წლიდან აშშ-ს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რომლის რიგებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული.
პროფესიულ დონეზე მუსას „ვალენსიას“ გარდა, სხვაგან არ უთამაშია. ესპანურ გუნდში მის აქტივში 108 თამაში და 5 გოლია.