ფეხბურთი

0:40 | 29.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი და ბარძალი იტალიის ნაკრებში იმუშავებენ

ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი იტალიის ნაკრებს უბრუნდებიან, ცხადია არა ფეხბურთელის რანგში.

როგორც Mediaset-ი იტყობინება, ბარძალი რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს და „სკუადრა აძურას“ დაცვის ხაზს მოამზადებს. რაც შეეხება ბუფონს, ის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ამ პოზიციაზე იტალიის ნაკრებში წარსულში ჯერ ჯიჯი რივა და შემდეგ ჯანლუკა ვიალი მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბუფონს ჯერ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად არ დაუსრულებია, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილია. 45 წლის მეკარე „პარმასთან“ ერთად ახალი სეზონისთვის არ ემზადება, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 1997-2018 წლებში იტალიის ნაკრებში 176-ჯერ ითამაშა, რაც რეკორდია, ხოლო ანდრეა ბარძალიმ 2004-2017 წლებში 73 მატჩი ჩაატარა. ორივე მათგანი 2006 წელს იტალიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

0.11439