ფეხბურთი

23:38 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კავანი "ვალენსიას" ტოვებს და თავისი ოცნების გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

ედინსონ კავანი ახლოსაა „ვალენსიას“ დატოვებასთან. როგორც As-ი იტყობინება. 36 წლის ფეხბურთელს ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია და კლუბს ტოვებს.

ურუგვაელს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მხარეები მის გაწყვეტაზე მუშაობენ, რადგან „მატადორს“ არგენტინაში გადაბარგება სურს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ედინსონის ოცნება „ბოკა ხუნიორსში“ თამაშია, რასთანაც ის ძალიან ახლოსაა.

ედინსონ კავანიმ „ვალენსიაში“ ჩატარებულ ერთ სეზონში 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ურუგვაელ ფეხბურთელს „დანუბიოში“, „პალერმოში“, „ნაპოლიში“, პსჟ-სა და „მანჩესტერში“ აქვს ნათამაშები.

0.15284