უეფამ „იუვენტუსი“ კაპიტალის მოგების საქმეზე დასაჯა და ევროთასებიდან ერთი წლით მოკვეთა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ერთწლიანი დისკვალიფიკაციას კი „იუვენტუსი“ 2023-2024 წლების სეზონში მოიხდის, შესაბამისად, კონფერენს ლიგაზე ვერ ითამაშებს, რომლის საგზური გასულ სეზონში მას შემდეგ მოიპოვა, რაც ამავე საქმეზე იტალიის სერია A-ში 10 ქულა დააკლეს, თორემ ისე სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.
უეფამ ტურინულ გრანდს 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. "იუვეს" ნაცვლად კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება ფლორენციის "ფიორენტინამ" მიიღო.
ამრიგად, „იუვენტუსი“ კარს მომდგარ სეზონში მხოლოდ იტალიის ჩემპიონატსა და იტალიის თასზე ითამაშებს, ევროთასებს კი 2024-2025 წლების სეზონში დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა, დამდეგ სეზონს ევროზონაში დაასრულებს.