კალათბურთი

15:07 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის, ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდებოდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ტრევიზოში მოსამზადებელ პერიოდზე კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის თქმით, გუნდი კარგ კონდიციებშია და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და მანამდე სპარინგ მატჩებისთვის კარგად ემზადება.

"პირველ რიგში ბევნიერი ვარ, რადგან გუნდი ძალიან კარგად ემზადება. მოთამაშეებში ქიმია იგრძნობა და ისინი პოზიტიურად არიან განწყობილი. კონცენტრირებულნი არიან ვარჯიშზე. ამ ტურნირისთვის ახალგაზრდა კალათბურთელებიც გვყავს და მათ გამო ბედნიერი ვარ, რადგან როგორც ადრე ავღნიშნე, ახალი სისხლი გვჭირდებოდა.

ეს ბიჭები კარგად ვარჯიშობენ, დავალებები კარგად ესმით და სწორ გზაზე არიან. ჩვენ ბედნიერები ვართ რადგან მოთამაშები, რომლების NBA-ში გამოდიან ჩვენთან ერთად იმყოფებიან და დღეიდან ვარჯიშს სრულფასოვნად დაიწყებენ. იმედი მაქვს, რომ მოსამზადებელი პერიოდი კარგად ჩაივლის და ამხანაგურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით", - განაცხადა ზუროსმა.

გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენიის, ვენესუელისა და კაბო ვერდეს ნაკრები იქნება. ტურნირს ქართველი კალათბურთელები 26 აგვისტოს აფრიკელებთან თამაშით დაიწყებენ. მანამდე კი ხვალ პირველ დახურულ ტესტ მატჩს ჩაატარებენ.

0.116558