ფეხბურთი

1:37 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" კიმი შეიძლება ბერძენმა ფეხბურთელმა შეცვალოს

„ნაპოლი“ კიმ მინ-ჯეს შემცვლელს ეძებს, რომელიც „ბაიერნში“ გაყიდა. ბოლო ცნობებით, იტალიის ჩემპიონი საბერძნეთის ნაკრებისა და „შტუტგარტის“ ფეხბურთელის, კოსტანტინოს მავროპანოსის შეძენასთან ახლოსაა.

25 წლის მცველს გერმანელები 25 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ ნეაპოლელებს მათთან ფასის თაობაზე მოლაპარაკებები შეუძლიათ და Mediaset-ის ინფორმაციით, ბოლო დროს მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.

მავროპანოსი „შტუტგარტში“ 2020 ლიდან თამაშობს და 89 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „იანინას“, „არსენალის“ და „ნიურნბერგის“ წევრი იყო, ხოლო საბერძნეთის ნაკრებში 19-ჯერ უთამაშია.

0.138687