ფეხბურთი

23:27 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ვორსკლასთან" ბოლო წუთებზე წააგო, მაგრამ შანსი აქვს

გორის „დილა“ ახლოს იყო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დადებითად დაესრულებინა, მაგრამ ბოლო წუთებზე უკრაინულ „ვორსკლასთან“ მარცხი განიცადა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეხვედრა პოლონეთში გაიმართა. პირველ ტაიმში გორელები თამაშს აკონტროლებდნენ და ხიფათს არაფერი მოასწავებდა, თუ არ ჩათვლით ერთ მომენტის, როცა მასპინძლებმა ბურთი ძელს გაარტყეს.

მეორე ტაიმიც ანდრეი დემჩენკოს გუნდისთვის იდეალურად დაიწყო. 57-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა დასწრებაზე შესანიშნავად ითამაშა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ თამაში შეიცვალა. გორელებმა უკან დაიხიეს, მეტოქემაც ზეწოლა გაზარდა, რამაც მათთვის შედეგი გამოიღო.

73-ე წუთზე ფელიპე რორდირგესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე იბრაჰიმ კანემ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ვორსკლას“ 2:1 მოაგებინა.

ცხადია, „დილას“ გორში, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ექნება, მაგრამ გულდასაწყვეტია ასეთი წაგება, როცა გუნდი იგებდა და მინიმუმ ფრემდე 2 წუთი დააკლდა. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ნიქოზიის „აპოელს“ ან „ვოივოდინას“ შეხვდება. კვიპროსელებმა დღეს გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის გოლებით შინ 2:1 მოიგეს.

„ვორსკლა“ – „დილა“ 2:1 (0:0)

ტიხი, „ტიხი სთედიუმი“

„ვორსკლა“ (4-4-2): ისენკო; პერდუტა, ჩესნაკოვი, ტიაგო სანტანა (კრიპჩუკი 83), კრუპსკი; ფელიპე როდრიგესი, პავლიუკი, იურჩენკო (ნესტერენკო 74), კანე; სტეპანიუკი, ჩელიადინი (სკლიარი 74)

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

„დილა“ (4-3-3): ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა; ჟან ვიქტორი (ანდრონიკაშვილი 69), ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი 69); გომისი (კუხიანიძე 80), კოვტალიუკი, გეილი (მზვაკალი (74)

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (57), 1:1 ფელიპე როდრიგესი (73), 2:1 კანე (90)

გაფრთხილება: ჩესნაკოვი (34), ფელიპე როდრიგესი (38), პავლიუკი (90) - თევზაძე (56), კოვტალიუკი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 6 (4) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ნიკოლა პოპოვი (ბულგარეთი)

0.143739