ქართველმა ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ ატაცში ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. ბუქარესტში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიგა ოდიკაძემ (61 კგ.) ასპარეზობა დაასრულა.
ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ატაცში 112/115/117 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ოდიკაძემ აკვრაში თავი 133 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 250 კილოგრამით კი მე-5 ადგილი ერგო.