ფეხბურთი

15:24 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰენდერსონი „ალ-იტიფაკში“ გადავიდა

„ლივერპულმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის საუდურ „ალ-იტიფაკში“ გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

„საუდის არაბულ „ალ იტიფაკში“ გადასვლით, ჰენდერსონის ეპოქა „ენფილდზე“ სრულდება. „ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბის ყველა წევრს სურს ოფიციალური მადლობა გადაუხადოს ჯორდანს ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთა „წითლების“ შემადგენლობაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში. “ – ნათქვამია მერსისაიდელთა ოფიციალურ განცხადებაში.

33 წლის ჰენდერსონი „ლივერპულში“ 2011 წლიდან თამაშობდა. კლუბთან ერთად რვა ტიტული მოიგო, მათ შორის, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ინგლისის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ჰენდერსონმა კლუბის კაპიტნის რანგში შვიდი ტიტული მოიპოვა.

0.117086