ფეხბურთი

14:53 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: საზონოვი „ლიონში“ და მანამდე ერთწლიანი იჯარით „მიოლენბეკში“

ფრანგულმა „ლიონმა" მოსკოვის „დინამოს" ქართველი მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია - წერს ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი L'Equipe.

წყაროს ცნობით, გარიგების თანხა დაახლოებით 3 მილიონი ევროა. ქართველის კონტრაქტი „ლიონთან“ ხუთწლიანი იქნება. პირველ სეზონს, როგორც უკვე ფრანგული კლუბის ფეხბურთელი, საზონოვი იჯარით ბელგიურ „მიოლენბეკში“ გაატარებს. "მიოლენბეკს" და "ლიონს" ერთი მფლობელი ჰყავთ, ეს გუნდი ბელგიის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია, რომლის პირველ ტურში 29 ივლისს, "გენკს" უმასპინძლებს.

21 წლის საზონოვს „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. მცველი პეტერბურგელია და ადგილობრივი „ზენიტის“ აღზრდილია. აღსანიშნავია, რომ საბას მიმდინარე სეზონში "დინამოში" არ უთამაშია: ჯერ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში სათადარიგო სკამზე იჯდა, ბოლოს კი ორიოდ დღის წინ რუსეთის თასის შეხვედრაში განაცხადშიც არ იყო, რაც შეიძლება სავარაუდო ტრანსფერით იყოს გამოწვეული.

გასულ სეზონში საზონოვის დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც შედგა.

საბა ახლახან დამთავრებული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

0.108813