სხვა

14:16 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მირიან გავაშელიშვილმა ახალ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ქართველმა ხელბურთელმა, მირიან გავაშელიშვილმა, რომელიც მაკედონიური „პრილეპიდან“ სერბულ „მეტალოპლასტიკა ელეკსირში“ გადავიდა, უკვე დაიწყო ვარჯიში გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ მისი გუნდი 1958 წელს შეიქმნა და ბოლო წლებში რეგულარულად ასპარეზობს სერბეთის სუპერლიგაში. გასულ წელს „მეტალოპლასტიკა“ სერბეთის თასის გამარჯვებული გახდა და წელსაც აპირებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

0.121451