მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა კიმ მინ-ჯემ თავისი ყოფილი კლუბის, „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც სამხრეთკორეელმა აღნიშნა, ნეაპოლელი გულშემატკივრები არასდროს დაავიწყდება.
„სერია A-ს საუკეთესო მცველი ჩემი თანაგუნდელების წყალობით გავხდი. ეს არ არის ჯილდო, რომლის მოგება მარტო შემეძლო. მინდოდა დამეშალა ჯილდო, რომელიც კვარამ, ოსიმენმა და მე მივიღეთ და თანაგუნდელებისთვის გამეზიარებინა. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს სიკვდილამდე არ დავივიწყებ, ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ.
სპალეტისთან ინგლისურად ვსაუბრობდი. ის ინგლისურად კარგად საუბრობს, ერთმანეთში ვხუმრობდით კიდეც. რატომ ავირჩიე შარშან „ნაპოლი“? სპალეტიმ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: „კიმი უნდა შევიძინოთ, ის ჩემპიონთა ლიგის დონეა“. ეს რომ მოვისმინე, გადავწყვიტე „ნაპოლიში“ გადავსულიყავი.
დი ლორენცოსგან ბევრი ვისწავლე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემზე მეტს დარბოდა, ყოველ ჯერზე ბევრს მუშაობს და ყოველთვის ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. მისგან გავიგე, რომ წუწუნის უფლება არ მქონდა. ოსიმენი? არასოდეს ვისურვებდი მის წინააღმდეგ თამაშს. მცველი შორს რომ იყოს, ის მასთან მიდის და ავიწროებს, როგორც წესი, პირიქით ხდება“, - თქვა კიმმა.
შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯემ გასულ სეზონში 45 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის ცოტა ხნის წინ მიუნხენის „ბაიერნში“ 50 მილიონ ევროდ გადავიდა.