ფეხბურთი

19:45 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოამ" იტალიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

იტალიურმა „ჯენოამ“, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა, არგენტინული წარმოშობის თავდამსხმელი მატეო რეტეგი დაიმატა.

გენუელებმა 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურეს.

რეტეგი აქამდე „ბოკა ხუნიორსში“, „ესტუდიანტესში“, „ტალერესსა“ და „ტიგრეში“ თამაშობდა. ის პირველად ითამაშებს სერია A-ში. მატეომ ცოტა ხნის წინ იტალიის მოქალაქეობა მიიღო და „სკუადრა აძურაში“ ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.135812