ფეხბურთი

1:26 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ასტანა" ზაგრებში განადგურდა, ლიეტუვის ჩემპიონმა "გალათასარაისთან" არ წააგო

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანმა“ ბოსნიის ჩემპიონი „ჟრინსკი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს. სლოვაკები შინ მომდევნო მატჩში კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე თუ მიიყვანენ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ, უარეს შემთხვევაში კი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებენ.

„დინამო თბილისის“ მძლეველმა „ასტანამ“ ზაგრებში, „დინამოსთან“ 0:4 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ხორვატებმა პირველი ტაიმის ბოლოს 7-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს 3 გოლი და ყველაფერი გადაწყვიტეს.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ლიეტუვის ჩემპიონის, „ჟალგირისის“ ფრე სტამბოლის „გალათასარაისთან“ – 2:2. მეტიც, მასპინძლები თავიდან იგებდნენ კიდეც თურქეთის ჩემპიონის წინააღმდეგ...

„ჟრინსკი“ – „სლოვანი“ 0:1

„სერვეტი“ – „გენკი“ 1:1

„დინამო ზაგრები“ – „ასტანა“ 4:0

„დნიპრო 1“ – „პანათინაიკოსი“ 1:3

„ჰიკ“ – „მიოლდე“ 1:0

„ჟალგირისი“ – „გალათასარაი“ 2:2

0.119131