სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ იქ ამერიკელ ელი დერშვიცთან 6:15 წააგო.
ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა.
ფინალამდე სანდრომ ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:14, იაპონელი კენტო იოშიდა 15:9, გერმანელი ლუის ბონაჰი 15:3 და ტუნისელი ფარეს ფერჯანი 15:13 დაამარცხა.
მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავემ მიმდინარე სეზონში უკვე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, 2022/23 წლების სეზონის ყველა 11 ძირითად ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მედალი მოიპოვა. აქედან 10-ჯერ ფინალში იასპარეზა. საერთო ჯამში კი წინა სეზონიდან მოყოლებული მეთოთხმეტე შეჯიბრი კვარცხლბეკზე დაასრულა.