ფრანგულმა „მეცმა“ ამხანაგურ მატჩი ჩაატარა და ლიეჟის „სტანდარდს“ დაუზავდა - 2:2. გიორგი მიქაუტაძემ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი ფეხბურთელის პასით იუსუფ მაზიზმა მე-12 წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა, მეორე ნახევარში კი ბელგიელებმა თამაში გადაარჩინეს. გიორგი მოედანზე 66-ე წუთამდე იყო.
ეს მიქაუტაძისთვის მესამე მატჩი იყო პრესეზონზე და 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 ივლისს, „ამიენთან“ გამართავს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „რენს“ ესტუმრება.