ვეტერანმა მწვრთნელი პაოლო სპეკიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი მცველებმა შეისწავლეს, ამიტომ მომატება მართებს.
„გარსიას ამაზე დიდი შრომა მოუწევს, ამ ეტაპზე მეტოქის დაცვამ უკვე დაიწყო მისი წაკითხვა. ის ჩემპიონია, მაგრამ სეზონის მეორე ნაწილში ჩავარდნა ჰქონდა. ველოდები, რომ სერია A-ს მეორე სეზონში დაადასტურებს თავის დონეს და მოუმატებს კიდევ. მას ფენომენალური პერსპექტივები აქვს, მაინტერესებს რეალურად სადამდე მისვლა შეუძლია“, - აღნიშნა სპეკიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში პირველი თამაში გუშინ „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 45 წუთი ითამაშა.