სხვა

17:05 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში ორმა ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ბათუმმა უძლიერეს მამაკაცთა შორის, შტანგის ამოწევაში სთრონგმენის წესებით ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრი 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ღია ასაკობრივ და ვეტერან სპორტსმენთა შორის ჩატარდა. მასში მონაწილეობას კონტინენტის უძლიერესი სპორტსმენები იღებდნენ რის გამოც შეჯიბრზე დიდი კონკურენცია იყო. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს.

აჭარის დედაქალაქშივე დამყარდა მსოფლიო რეკორდი, სადაც მონაწილეობას ორი ქართველი სპორტსმენი ბაგრატ ჟღენტი და ჭაბუკი ჭიღლაძე იღებდა. ორივე მათგანმა 15 სატვირთო ვაგონი 2 მეტრის სიგრძეზე გასწიეს, რომლის წონაც 375 ტონასა და 700 კილოგრამს შეადგენდა.

0.120308