„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის მცველის, კაილ უოკერის მომავალზე ისაუბრა.
„ვიმედოვნებთ, რომ კაილი ჩვენთან დარჩება. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამიტომ ვიბრძოლებთ მისთვის.“ - ციტირებს ტვიტერში გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოკერმა გვარდიოლას „ბაიერნში“ გადასვლის გადაწყვეტილება აცნობა. მიუნხენური კლუბი 33 წლის ინგლისელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
უოკერი სიტიში 2017 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად მან 5-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 2-ჯერ თასი და ქვეყნის სუპერთასი, 4-ჯერ ლიგის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.
ინგლისურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.