„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელმა იანის ანტეტოკუნმპომ სოციალურ ქსელში გაიხურა და „ალ-ჰილალს“ თავისი შეძენა შესთავაზა.
ბერძენმა კალათბურთელმა გამოაქვეყნა თავისი ფოტო, რომელსაც დააწერა: „ალ-ჰილალ“, შეგიძლია წამიყვანო, კილიან მბაპეს ვგავარ“.
ეს პოსტი ფრანგმა ფეხბურთელმა სიცილის სმაილებით გადააზიარა. მოგეხსენებათ, არაბულ კლუბს მბაპეს შეძენა სურს და პსჟ-ს 300 მილიონ ევროს სთავაზობს. როგორც ჩანს, კილიანის საუდის არაბეთში გადაბარგების პერსპექტივამ იანისიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა.