მალტური „ჰამრუნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო ძაურიმ „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, ძაური ცნობილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც „ატალანტაში“, „კიევოში“, „ლაციოში“, „ფიორენტინაში“, „სამპდორიასა“ და „პესკარაში“ თამაშობდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 5 მატჩიც აქვს ჩატარებული. მისი თქმით, თავისი გუნდის პოტენციალის სჯერა.
„ვიცით, რომ ვითამაშებთ „დინამო თბილისთან“, რომელიც სწრაფი და ორგანიზებული გუნდია. თუმცა, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მათთან პირველ შეხვედრაში საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ჩემი გუნდის პოტენციალის მჯერა“, - თქვა ძაურიმ.
კომენტარი გააკეთა მალტური გუნდის ფეხბურთელმა ჟოზეფ მბონგმაც: „დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი თამაში გვექნება. მოვუწოდე გულშემატკივრებს სტადიონზე მოვიდნენ და ჩვენი მე-12 მოთამაშე გახდნენ“.
შეგახსენებთ, რომ „ჰამრუნისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.