„ნაპოლისა“ და „სპალის“ ამხანაგურ მატჩს დიმაროში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა კვარაცხელია დაესწრო. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
სხვადასხვა გამოცემა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ჯუღელის დიმაროში ყოფნის შესახებ. მაგალითად, გავლენიანი Sky Sport-ი წერს, რომ ხვიჩას აგენტს სურს, რომ „ნაპოლის“ სხვა ქართველი ტალანტები შესთავაზოს პერსპექტივაში. მეორე ვერსიით, შეხვედრა შედგა აგენტსა და კლუბის პრეზიდენტს შორის კონტრაქტის განახლების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „სპალის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმი ითამაშა, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ერთხელ ახლოს იყო მიზანთ, ბურთი ძელს მოხვდა.