ფეხბურთი

21:25 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთში ფაბინიოს ტრანსფერი შესაძლოა ძაღლების გამო ჩაიშალოს

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადში“ „ლივერპულის“ ნახევარმცველის ფაბინიოს ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.

როგორც უცხოური მედია წერს, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბულდოგის ჯიშის ორი ძაღლი ჰყავს, რომელთა ყოფნა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი კანონით აკრძალულია.

ბრაზილიელს თავისი ძაღლების გარეშე აზიაში გადაბარგება კი არ უნდა. ამიტომაც, მხარეებს გამოსავლის მოძებნა მოუწევთ, ან ტრანსფერი ჩაიშლება.

არაა გამორიცხული, რომ ფაბინიომ არაბული ვარიანტის შემთხვევაში მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი განიხილოს, რომელიც დაინტერესებულია მისი გადაბირებით.

0.116308