ფეხბურთი

15:10 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" კიეზა შესთავაზეს, თუმცა ტრანსფერის შანსი დაბალია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა „ნაპოლის“ შესთავაზეს. Il Mattino იტყობინება, რომ ფეხბურთელის შუამავლებმა ნეაპოლელებში ფედერიკოს გადასვლის შესაძლებლობა აურელიო დე ლაურენტისთან განიხილეს.

თუმცა, ტრანსფერი შანსი არცთუ ისე მაღალია, მეტიც, ამის შანსი ძალზე დაბალია, რადგან „იუვენტუსი“ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ნეაპოლელთათვის ძალიან დიდი თანხაა. გარდა ამისა, „ნაპოლის“ სახელფასო ბიუჯეტშიც არ ჯდება კიეზას მოთხოვნები - სეზონში 7 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. იტალიელი ფეხბურთელი ტურინელთათვის ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ხელშეუხებელი არ არის თუ საინტერესო შეთავაზებას მიიღებენ, შეიძლება ფედერიკო გაყიდონ.

25 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსში“ 2021 წლიდან დღემდე 94 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ფლორენციის „ფიორენტინაში“ თამაშობდა.

0.11737