ფეხბურთი

23:46 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოა" იტალიის ნაკრების თავდამსხმელს დაიმატებს

იტალიის ნაკრების ნატურალიზებული თავდამსხმელი მატეო რეტეგი „ჯენოაში“ ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სამშაბათს კონტრაქტს გააფორმებს.

„ჯენოასა“ და არგენტინულ „ტიგრეს“ ტრანსფერზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ყველაფერი გადაწყვეტილია.

რეტეგი აქამდე „ბოკა ხუნიორსში“, „ესტუდიანტესში“, „ტალერესსა“ და „ტიგრეში“ თამაშობდა. ის პირველად ითამაშებს სერია A-ში. მატეომ ცოტა ხნის წინ იტალიის მოქალაქეობა მიიღო და „სკუადრა აძურაში“ ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.151538