კალათბურთი

21:10 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს გოგონათა 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველმა კალათბურთელებმა ნახევარფინალში აზერბაიჯანთან მარცხის შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მალტის ნაკრები 51:46 დაამარცხეს. საუკეთესო სალომე სვანი იყო. მან ქულების თითქმის ნახევარი ჩააგდო - 24 ქულა, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გადამწყვეტი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველომ 16:8 მოიგო და ეს ერთადერთი მეოთხედი იყო, სადაც ქართველების უპირატესობა იგრძნობოდა. თუმცა, საკმარისი გამოდგა საბოლოოდ მატჩის მოსაგებად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში გიბრალტარის, სომხეთის და მალტის ნაკრებები დაამარცხა, ხოლო იმავე მალტასთან ჯგუფში და ნახევარფინალში აზერბაიჯანთან წააგო. ტურნირზე კი მთლიანობაში მესამე ადგილი დაიკავა.

0.13227