იტალიურმა „ნაპოლიმ“ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილიც დაგეგმა, რომელსაც კასტელ დი სანგროში გაივლის და ოთხი ამხანაგური მატჩის განრიგიც გამოაქვეყნა.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი 29 ივლისს „ჰატაისპორს“ გაეჯიბრება, სადაც საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ. 2 აგვისტოს ესპანურ „ჟირონასთან“ ისპარინგებს, 6 აგვისტოს გერმანულ „აუგსბურგთან“, ხოლო პრესეზონს 11 აგვისტოს ლიმასოლის „აპოლონთან“ მატჩით დაასრულებს.
ზემოხსენებული ყველა მატჩები კასტელ დი სანგროში, სტადიო „ტეოფილო პატინიზე“ გაიმართება და ყველა ერთსა და იმავე დროს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
„ნაპოლი“ ამ მატჩებამდე, 24 ივლისს, დიმაროში „სპალთან“ ითამაშებს, ხოლო სეზონის პირველი ოფიციალური თამაში 19 აგვისტოს, სტუმრად „ფროზონონესთან“ ელოდება, რომლის რიგებში გიორგი კვერნაძე თამაშობს.