ფეხბურთი

14:21 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი შეიძლება კვერნაძის თანაგუნდელი გახდეს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსს“ ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ 36 წლის მცველმა კლუბი დატოვოს.

Gazzetta Dello Sport-ის ბონუჩის შეძენის მსურველთა შორის „ფროზინონეცაა“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს. უცნობია, დეტალები, მაგრამ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს გამოცდილი მცველის დამატება გაუჭირდება, რადგან ლეოს სხვა კლუბებიც იწვევენ.

„ფროზინონეს“ კონკურენტები მისთვის ბრძოლაში „ლაციო“, „კალიარი“, „პალერმო“, „ბარი“, „სამპდორია“, „ფიორენტინა“ და „მონცა“ არიან.

ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე პოზიციაზეა. ბონუჩის ასევე უთამაშია „ტრევიზოში“, „ინტერში“, „ბარისა“ და „მილანში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.122474