წყეული 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი, თავის ბელგიელ გულისსწორს, რაფაელა ფიკოს დაშორდა და მათი საერთო ქალიშვილი, პია ბალოტელიც გასაზრდელად სწორედ რაფაელამ წარიტაცა. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ მოხდა რაფაელას ცხოვრებაში. მარიო ბალოტელი კი ზუსტად ისეთივე ბეყეირათად დარჩა, როგორიც აქამდე იყო.
ამასობაში, სად იყო და სად არა, ევროპის ბულვარულმა მედიამ რაფაელას ახალი ბოიფრენდის ამბებიც ამოქექა და ახლადგადაფსკვნილი წყვილის ისეთი მცხუნვარე ფოტოების გადაღებაც მოახერხეს, მათი ნახვა მოსკოვის ციხის საკანში გაკვეხებულ გულდარიდიან რუს პროპაგანდისტ გირკინ-სტრელკოვსაც კი რომ ხასიათზე მოიყვანდა.
რაფაელა ფიკოს ტრფიალების საგანი ამჯერად ვინმე ჯულიო ფრატინეა. შეიძლება თქვათ, ეს ჯულიო ფრატინე ვინღა ოხრობააო, მაგრამ როდესაც იმასაც გაიგებთ, რომ სულ რაღა 32 წლის იტალიელ ჯულიო ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე ექვსი ერთმანეთზე დიდებული სასტუმროს მფლობელია, ნამდვილად აღარ ეცდებოდით, რაფაელა ფიკოს უკვე გახსნილი აზღუდის შეკვრაში მიეხმაროთ.