დიმაროში „ნაპოლის“ ფეხბურთელების და გუნდის მთლიანი შტაბის პრეზენტაცია გულშემატკივართა წინაშე გაიმართა. სცენაზე სიტყვით გამოვიდა აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც ფანებს უთხრა, რომ 12 აგვისტოს გააჟღერებს, რისთვის იბრძოლებს „ნაპოლი“ დამდეგ სეზონში.
„მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ, რათა პატივის სცენ კლუბს. მინდა, რამდენიმე სიახლის შესახებ გითხრათ. არ მოუსმინოთ მედიას, ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ. დღეს, ჩვენმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ ეს დასასრული არ არის, ხვალიდან კონტრაქტის განახლებები გაგრძელდება, ვნახავთ ვის უყვარს „ნაპოლი“ და ვინ ისწრაფვის სხვა ნაპირებისკენ. შარშან დაგპირდით სკუდეტოს მოგებას და მოვიგეთ. 12 აგვისტოს, გაიგებთ რის პირობას მოგცემთ მომდევნო სეზონისთვის“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.