ფეხბურთი

22:47 | 22.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვირუსის გამო „ბარსელონა“ „იუვენტუსს“ აღარ შეხვდება

„ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ შორის ამხანაგური მატჩი დათქმულ დროს არ გაიმართება - წერს კატალონიური კლუბის ვებ-გვერდი.

ეს გადაწყვეტილება იმითაა გამოწვეული, რომ „ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელს გასტროენტერიტის ვირუსი დაუდგინდა.

ამ დღეებში „ბარსა“ აშშ-ში წინასასეზონო ტურნეს მართავს. შემდეგი შეხვედრა 27 ივლისს, ლონდონის „არსენალთანაა“ დაგეგმილი.

0.133504