პსჟ მზად არის მკვეთრი ზომები მიიღოს თავდამსხმელ კილიან მბაპეს მიმართ - წერს Le Parisien.
წყაროს ცნობით, პარიზელებმა 24 წლის ფრანგს გამოუცხადეს, რომ 2023/24 წლების სეზონის მატჩებში მის გარეშეც შეძლებენ წარმატების მიღწევას, თუ თავდამსხმელი არ განაახლებს კონტრაქტს, ან არ დათანხმდება სხვა კლუბში გადასვლას.
აღსანიშნავია, რომ მბაპეს არ სურს პსჟ-სთან ხელშეკრულების გახანგრძლივება 2025 წლამდე.
შაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზულმა კლუბმა 24 წლის ფრანგი იაპონიის წინასასეზონო ტურნეზე არ წაიყვანა და ფეხბურთელი ტრანსფერზე „დააყენა“, რადგან მიაჩნიათ, რომ ის „რეალთან“ შეთანხმდა მომავალ ზაფხულს მადრიდში გადასვლის თაობაზე
ასევე დაიწერა რომ ფრანგი თავდამსხმელისთვის ბრძოლაში საუდური „ალ-ჰილალი“ ჩაერთო.
მბაპეს მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2024 წლამდეა ძალაში.