ავსტრიის თასის მოქმედმა ჩემპიონმა „შტურმმა“ ახალი გათამაშებაც კარგად დაიწყო და 1/32 ფინალში „კლაგენფურტი“ სტუმრად 7:2 გაანადგურა, შესაბამისად მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ოთარ კიტეიშვილმა ახალ სეზონში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. მან მე-18 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.
„შტურმი“ 26 ივლისს, ფრანგულ „სტრასბურთან“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ხოლო ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში 30 ივლისს, ვენის „აუსტრიას“ სტუმრად შეხვდება.