ფეხბურთი

19:04 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლი" ახალი კონტრაქტით 7 მილიონს სთავაზობს

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს ახალ კონტრაქტს სთავაზობს და ფეხბურთის აგენტ რობერტ კალენდასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლელები მზად არიან ნიგერიელს ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუხანგრძლივონ, ხოლო სეზონში 7 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ ვიქტორსაც სურს იტალიურ კლუბში დარჩენა, რაც შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.

საინტერესოა, რომ „ნაპოლიში“ 7 მილიონი ევროს ხელფასი არავის აქვს და ბიუჯეტში ბალანსის დასაცავად შეიძლება კლუბს ორი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ გასხვისების მთავარი კანდიდატები პიოტრ ჟელინსკი და ირვინგ ლოზანო არიან.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გასულ სეზონში 26 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.145493