ფეხბურთი

18:26 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს ტრაფორდი პრემიერლიგის კლუბში გადავიდა

ინგლისურმა „ბარნლიმ“ „მანჩესტერ სიტიდან“ 20 წლის მეკარე ჯეიმს ტრაფორდი დაიმატა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა.

„ბარნლიმ“ მეკარე გამოისყიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამრიგად, ტრაფორდი „ტარფ მურიზე“ ითამაშებს.

ჯეიმსმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე 6 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, ფინალში გადამწყვეტი პენალტიც მოიგერია და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ის „ბარნლის“ მეოთხე შენაძენია მიმდინარე ზაფხულში.

გასული სეზონი ახალგაზრდა მეკარემ იჯარით ლიგა 1-ის ბინადარ „ბოლტონში“ გაატარა, სადაც 52 მატჩი ჩაატარა.

0.112655