„ნაპოლი“ გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
უცნობია დეტალები, მაგრამ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და მალე ყველაფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. დი ლორენცო, რომელიც ნეაპოლელთათვის შეუცვლელი ფიგურა და გუნდის ლიდერია, ხელშეკრულებას 2029 წლამდე განაახლებს.
მან „ნაპოლის“ მაისურით 2019 წლიდან 184 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ჯოვანი „რეჯინას“, „კუნეოს“, „მატერას“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა, იტალიის ნაკრებში კი 28 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.