ფეხბურთი

12:02 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ოსიმენს დარჩენა უნდა, ჩემპიონები ვართ და ახალი მოვალეობები გვაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესეზონზე პირველი ამხანაგური მატჩისა და „ანაუნესთან“ 6:1 მოგების შემდეგ ისაუბრა. თავიდანვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, ისევე, როგორც შვებულებიდან ახლახან დაბრუნებულ სხვა ფეხბურთელებს.

„ბიჭები მშვიდად არიან, პირველ რიგში ბედნიერები, რომ ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ყველაფერი ნორმალურადაა, ახლა მაისურზე სკუდეტოს ნიშანი გვაქვს გამოსახული და მათ ეს დაიმსახურეს. თუმცა, ახლა მათაც აქვთ მოვალეობები, რომ ყოველთვის მაქსიმუმი გაიღონ. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური პარამეტრებია, ამიტომაც არ გავრისკეთ და არ ვათამაშეთ შვებულებიდან ახლახან დაბრუნებული ფეხბურთელები.

ოსიმენის დარჩენა სურს, ჩვენც ყველას გვინდა, რომ „ნაპოლიში“ დარჩეს. მინდა, რომ ბედნიერი იყოს და თუ ის ბედნიერია, ისევ დიდებულ სეზონს ჩაატარებს“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 24 ივლისს, „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს.

0.118547