„დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულ’ამ გორის „დილასთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძლიერი იყო და გორელებს გამარჯვება მიულოცა.
„ეს ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ გორის „დილა“ ძალიან ძლიერი და ხარისხიანი მეტოქე იყო. პირველ ტაიმში პასიურები ვიყავით, მცირე მოძრაობა იყო, ჩვენმა მეკარემ კი რამდენჯერმე გადაგვარჩინა. ერთი შეხედვით რთულ მომენტებში თავი დავიცავით, მაგრამ მაინც თავიდან ადვილად აცილებადი გოლები გავუშვით. პრესინგში, დაცვასა და ბურთის ფლობაში პრობლემები გვქონდა.
მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, შეგვეძლო გოლის გატანა, ბოლოს ბურთი ძელსაც მოვარტყით. შეტევების დასრულებაში ბევრად ეფექტურები უნდა ვყოფილიყავით. გორის „დილას“ ვულოცავ, ჩვენთვის კი ევროთასებზე გამოსვლა დასრულდა, რასაც ძალიან განვიცდით და რაც იმედგაცრუებაა“, - თქვა გულ’ამ.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ „ვორსკლას“ სტუმრად (ნეიტრალურ მოედანზე კატოვიცეში) 27 ივლისს შეხვდება, ხოლო 3 აგვისტოს გორში უმასპინძლებს.