„იუვენტუსის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
26 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია ტურინელთა გეგმებში არ შედის, ამიტომაც ის გუნდს დატოვებს და „იებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 2 მილიონი ევროა, ხოლო მისი გამოსყიდვა ფლორენციელებს 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
არტურმა გასული სეზონი იჯარით „ლივერპულში“ გაატარა, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, „იუვეში“ კი 2020-2022 წლებში 63 თამაშში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „გრემიოს“ და „ბარსელონას“ წევრი იყო.