ფეხბურთი

17:55 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ რეიტინგი განაახლა, საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, მაგრამ წინა თვესთან შედარებით, მასში ცვლილებები ფაქტობრივად არ არის. ეს არაა გასაკვირი, რადგან ამ პერიოდში სანაკრებო მატჩები არ ყოფილა.

საქართველოს ნაკრები ისევ 78-ე ადგილზეა და ჩამორჩება ბულგარეთის და ისრაელის ნაკრებებს.

...76. ისრაელი - 1323.81 ქულა

77. ბულგარეთი - 1315.48

78. საქართველო - 1312.8

79. ჰინდურასი - 1309.23

80. ჩინეთი - 13094.78

ცვლილებები არ არის მოწინავე ათეულშიც, რომელსაც არგენტინა ლიდერობს. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ძალიან მცირედით უსწრებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს.

ფიფას რეიტინგის ათეული:

1. არგენტინა - 1843.73 ქულა

2. საფრანგეთი - 1843.54

3. ბრაზილია - 1828.27

4. ინგლისი - 1797.39

5. ბელგია - 1788.55

6. ხორვატია - 1742.55

7. ნიდერლანდები - 1731.23

8. იტალია - 1726.58

9. პორტუგალია - 1718.25

10. ესპანეთი - 1703.45

ფიფას რეიტინგი სრულად...

0.113906