ფეხბურთი

16:25 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის ჟორჟე ქარსელაძემ "რიუ ავესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„რიუ ავემ“ ჟორჟე ქარსელაძესთან პირველი პროფესიონალურო კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

18 წლის მარჯვენა მცველი პორტუგალიურ გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ის „რიუ ავეში“ 9 წლის ასაკიდან იზრდებოდა, გასულ სეზონში კი მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც რამდენიმე მატჩი ჩაატარა.

ჟორჟეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და პორტუგალიის. ცოტა ხნის წინ მას დებიუტი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ჰქონდა.

0.11458